უკაცრავად, თქვენ იაღოველი ხართ? …

ბოდიში მომითხოვია, რადგან პოსტის დებიუტი სათაურიგან სრულიად შეუსაბამო საკითხით უნდა დავიწყო, რომლის გარაშეც არ მოხდებოდა ის რაც მოხდა.

უმომავლო ქვეყნის დღევანდელობა! ( რა მოხდა 26 მაისის შმდეგ)

This slideshow requires JavaScript.

ვფიქრობ 26 მაისი, რომელიც ასე ნაადრევად მიეცა დავიწყებას, უთუოდ შევა ქვეყნის ისტორიაში, როგორც თავისუფალი აზრის წინაშე ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით გალაშქრების კლასიკური მაგალითი. 26 მაისი, ის თარიღია, როდესაც უკვე მეორედ იღვრება სისხლი, მეორედ ეწირება დაპირისპირებას მშვიდობიანი მოსახლეობა.

ამ შემთხვევაში ხელისუფლება არ თმობს სადაავებს და ძალისმიერი

მოქმედებით ქვეყნის სათავეში ყოფნის მანდატს იხანგრძლივებს.  Read the rest of this entry

ბებო

ამ პოსტით კი შევეცდები ბებიაჩემის ფსიქო პორტრეტი ისე მოვქსოვო, როგორც ჩემს ბავშვობაში თავად ბებო ქსოვდა ხოლმე ჩემთვის საზამთრე, სქელ წინდებს. ანუ, ცოტა რამ ბებოს შესახებ: ბებო 62 წლის, სანდმანი გარეგნობის, თმახუჭუჭა ქალია და სახელად ეთერი ქვია, ხშირად მე ეთოს, ხანაც ეთუკას ვუძახი რაზედაც მას არაერთგვაროვანი რეაქცია აქვს ხოლმე. ხან ღიზიანდება, ხანაც ღიმილით მიტრიალებს ხუმრობებს.

კლასიკური განათლება არ მიუღია, თუმც ბევრ მწიგნობარსა თუ უნივერსიტეტ დამთავრებულ ინტელექტუალზე დიდ გონებრივ რესურსს  ფლობს. სკოლა წარჩინებით, 5-ებზე დაამთავრა. ბებოს დედა, ანუ ჩემი დიდი ბებია მედდა იყო, მამა კი მეომარი. მეორე მსოფლიო ომში მეტყვიამფრქვევეთ იყო გამწესებული.

ბებოს უყვარს ტკბილეული და ისევე ავლებს მუსრს როგორც მტყვიამფრქვევე მამამისი გერმანელ ფაშისტებს.

ბებო სოფელში ცხოვრობს, მაგრამ უფრო მეტადაა ინფორმირებული მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ, ვიდრე ამ პროცესების ეპიცენტრში მყოფნი. ბებოს შეუძლია გააკეთოს კონკრეტული შემთხვევის ბევრ ვაი ექსპერტზე უკეთესი ანალიზი და საოცრად დახვეწილი დასკვანაც დადოს. ბებო ღირსეული და ფრიად საინტტერესო ქალბატონია.

ჩამოთვლილ ღირსებებს არ დავუჩრდლავ თუ ვიტყვი, რომ ბებოს უყვარს სერიალების ყურება. მხოლოდ ამ საკითხში ჰგავს ჩემი ბებო სხვა ბებოებს. სხვა დანარჩენში ის მკვეთრად განსხვავდება ისეთი ბებოებისგან რომელთაც შვილიშვილებზე მზე და მთვარე ამოზდით  და  ამ გრძნობას დაშაქრულ სიტყვებად აქცევენ ხოლმე. ჩემს ბებოს ტკბილ სიტყვას ვერ დააცდენინებ. ის სერიოზული, ბუნებრივი და ცოტა უემოციო ადამიანია.

ბებოს უყვარს შვილები და გიჟდება შვილიშვილებზე. შვილიშვილთაგან ჰყავს 2 ბიჭი და 2-იც გოგო, რომლებიც გასულ წელს გაუთხოვდნენ და ახლა ორივე შვილს ელოდება. ბებო მალე დიდი ბებია გახდება, მას შვილთაშვილი ეყოლება. ხუმრობა არაა 3 თაობა 62 წლის ასაკში.

სერიალები უყვარს ბებოს და როცა გემოვნებას ვუწუნებ, უკან იხევს და არგუმენტად განტვირთვას ასახელებს. ამბობს, რომ მის ასაკში პოლიტიკური თოქ შოუების ყურება მძიმე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას გამოიწვევს და უბრალოდ წნევა აუწევს.

ბებოს უყვარს საოპერო არიები, ფეხბურთი და კლასიკური ლიტერატურა.და ბოლოს. ბებო ხშირად ეცნობა ჩემს ნაწერებს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ არსებობს ჩემი სტატიების, ჩანახაებისა და ჟურნალ-გაზეთების არქივი. ბებო შიგა და შიგ ბლოგსაც ეცნობა და ჩემს პოსტებს კრიტიკის გარცეცხლში ატარებს.

ბებ

This slideshow requires JavaScript.

სიბრძნე რომელსაც ამაოდ ველი

,,ჩვენი საშველი არ არის. სანამ სახელმწიფო მოხელეები არ ისწავლიან სად არის აკაკი წერეთლის საფლავი მანამ ჩვენი საშველი არ იქნება”. ეს სიტყვები იმ დროს მოვისმინე როდესაც ახლად დაფუძნებული ორგანიზაცია თავის პირველ საპრეზენტაციო კონფერენციას მართავდა.

სიმართლე გითხრათ, ჩართვას არ ვაპირებდი, მაგრამ ხსენებულმა იმდენად ამანთო, რომ რეპლიკისგან თავი ვღარ შევიკავე და მომხსენებელს უხეშად გავაწყვეტინე სიტყვა. კი მაგრამ, აკაკი წერეთილსა და სხვა მოღვაწეთა საფლავ–კარ–მიდამოს ცოდნის შემთხვევაში სად არის გამოსავალი?  ვიკითხე ცოტაოდენ დაბნევით და შეკრებილ საზოგადოებას გადავხედე. Read the rest of this entry

ART STUDIO – დემოკრატიის ჩირაღდანი და ცხოვრებისეული ,,გარყვნილება’’

ფოტოგრაფიის შესახებ დიდი არაფერი გამეგება. უბრალოდ პროფესია არ მაძლევს უფლებას, რომ ხელოვნების ამ დარგის მიმართ გულგრილად განვეწყო სხვა დანარჩენი კი ამ დრომდე ფოტოგრაფიასთან კავშირში მსუბუქად , რომ ვთქვათ ხელს არ მიწყობდა.  ღრმა ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ შეუძლებელი არაფერია ამ ქვეყნათ და თქვენ წარმოიდგინეთ არც ის, რომ შესაძლოა დღეს უინტერესო დარგი ხვალ შენი ცხოვრების ნაწილად იქცეს.  Read the rest of this entry

ART studio – ფოტო სესია ბოტანიკურ ბაღში

ჩემი მეგობრები ასე არ ფიქრობენ

ზაფხული საინტერესოდ დაიწყო. ბევრი ახალგაზრდა მეგობარი შევიძინე და მათთან ერთად საინტერესო გარემო, გნებავთ სოციალური ქსელი შევქმენი. ამ ჩემი ახლად გაცნობილი მეგობრების შეძენამდე ახალგაზრდობაზე ძალიან ზოგადი წარმოდგენა მქონდა. უფრო სწორად სტერეოტიპული. დადგენილმა აზრმა იმის შესახებ ,,თუ რა ”თაობა მოდის”  გონებამეც წამილეკა. Read the rest of this entry

პრაგმატიზმი ქართულ პოლიტიკაში

 

მიმართვების ფორმები ქართველი პოლიტიკოსებისგან საზოგადოებას. არის თუ არა პრაგმატიზმისა და რაციონალიზმის ელემენტები პოლიტიკოსების ავტორობით გაკეთებულ განცხადებებში? გთავზობთ მიმართვების კლასიკურ ტექსტებს:

მივმართავ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ! მეგობრებო ქვეყანა თავზე გვექცევა. დროა გამოვფხიზლდეთ და ვიფიქროთ სასიკეთო ცვლილებებისკენ, რომელიც შეგვინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას, გადაარჩენს ჩვენს სათაყვანებელ მამულს, შერყვნისა და დამახინჯებისგან იხსნის ქართულ ენას და დააჩქარებს იბერიის გაბრწყინების პროცესებს. Read the rest of this entry

მე მგონია, რომ…

ხო, მორიგი შემოვლა უნდა განვახორციელო. ვინ თქვა, რომ შალვა რამიშვილი ,,ქართული პარტიის,, კაცია? მე ეს არ მჯერა, რადგან გადაცემა რომელსაც ,,აკრედიტაციის გარაშე ქვია” ძაალიან მომწონს. ვინ თქვა, რომ გია ნოდია მთავრობის იდეოლოგია, მე არ მგონია რადგან მისი ნამსჯელ-ნააზრევი ძალიან მომწონს. ვინ ახსენა, რომ ისევ შალვა, ოღონდ ნათელაშვილი დესტრუქციული ტიპია და მაგის ადგილი პოლიტიკაში არ არიიის? მე მისი რადიკალური მემარცხენეობაც მევასება. Read the rest of this entry

ცოტაოდენი ყურადღება გასულ კვირას

მას შემდეგ რაც ახალისაიტი http://neotv.ge/ დავაფუძნე ბლოგისთვის სულ უფრო იშვიათად ვახერხებ დროის გამონახვას. შეიძლება ითქვას, რომ ედიშეირის ბლოგი დამეჩაგრა. არადა ამ ხნის განმავლობაში ბევრი არც თუ უინტერესო ამბავი მოხდა და მინდა ორიოდე სიტყვით თქვენი ყურადღება ამ ეპიზოდებზე შევაჩერო. (ნახე ვრცლად) Read the rest of this entry